wishlist0

რა იცით, მისაღები ოთახის საიდუმლოებებზე?!

სამზარეულო ოთახის შემდეგ, სადაც ადამიანები ყოველთვის ფუსფუსებენ, მეტი დასვენებისა და განტვირთვისთვის მისაღებ ოთახში გადიან და მოდუნებულ მდგომარეობაში უსმენენ მუსიკას, უყურებენ ტელევიზორს, სქროლავენ სოც.ქსელებში არსებულ ინფორმაციას და ა.შ

მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც უგულებელყოფილია, ის სტანდარტები, რომელიც სჭირდება მისაღებ ოთახს სწორი მოწყობისთვის. საინტერესოა ტელევიზორის, ლეპტოპისა თუ პერსონალური კომპიუტერის განლაგებაც, მათთვის უნდა იყოს ადგილი განკუთვნილი ნათელ, მაგრამ არა კაშკაშა ადგილას, რათა მზისა თუ დღის სხივების არეკვლამ, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები.

ოთახი თუ არ ნათდება კარგად ელექტროენერგიის წყაროთი , მაშინ შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს თითოეულ მცხოვრებში, ამიტომ ხშირად ხდება საჭირო ჭაღის გარდა, სხვა დამატებითი მცირე შუქის ჩაშენება კედლებსა თუ ჭერზე. ასევე ბრასა და ტორშინის გამოყენება, იმის მიხედვით, თუ როგორ განწყობაზე ხარ, აანთებ შესაბამისი სიმძლავრის შუქს და იქნები ბედნიერი, რომ შენ ცხოვრობ მყუდრო, კომფორტულ, გემოვნებიან ადგილას.

ყოველთვის ყველაზე მთავარია, ოთახის სწორად მოწყობა, საქმეს გაგიმარტივებთ ინტერიერის დიზაინის პროგრამები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ხელშესახები გახადოთ ყველაფერი ჯერ ვირტუალურად: პროგრამაში აეწყოს თუ რისი განთავსება გსურთ ოთახში და შემდეგ ზუსტად იმავე შედეგზე გახვიდეთ, როდესაც ავეჯს დაამზადებენ ჩვენი, პარტნიორი კომპანიები.

დაჯავშნე შეხვედრა შესაბამისი დარგის  კომპანიასთან, დააწკაპე აქ-დაკავშირება 592781212

როდესაც საქმე ავეჯის შეძენაზე მიდგება, სასურველია გაითვალისწინოთ თანამედროვე მოდის მიღწევები და შესაძლებლობები, რჩევა და კონსულტაციის გაწევა სთხოვოთ დიზაინერს. გახსოვდეთ, რომ თქვენმა სავარძელმა, დივანმა, კომოდმა, კარადამ და სხვა დამატებითმა აქსესუარებმა უნდა

შეავსონ თავისუფალი სივრცე და თქვენი თანაცხოვრება ამ ნივთებთან გახადოს საინტერესო.

აქედან გამომდინარე, ნუ ეცდებით უგულებელყოთ უახლესი ტექნოლოგიები და მეთოდები, რათა დაზოგოთ მეტი და გრძელვადიან პერიოდში მიიღოთ ნაკლები სარგებელი, ეცადეთ დაამზადებინოთ ისეთი ავეჯი, რომელიც მინიფიქსებზე აეწყობა, იგი ანაცვლებს დრელისა და შურუფავოების გამოყენებას, რაც საშუალებას მოგცემთ გრძელვადიან პერიოდში გამოიყენოთ ავეჯი, მიუხედავად მისი ცვეთისა, ამ შემთხვევაში მას ექნება მეტი მდგრადობა და შეგეძლებათ ყოველთვის გადაიტანოთ ნებისმიერ ადგილას, ისე, რომ დაშლა-აწყობამ ზედმეტი ხარვეზები და პრობლემები არ შექმნას, ეს დაგეხმარებათ ნებისმიერი მოქმედების უდანაკარგოდ  განხორციელებაში:

ავეჯის გადაადგილებასა და ოთახის დიზაინის შეცვლას უპრობლემოდ შეძლებთ, როცა ამის სურვილი გექნებათ. როგორც ყოველთვის არც მისაღები ოთახის ავეჯია გამონაკლისი და მასაც მეტად უხდება ნათელი ფერები, ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრდება თუ ოთახი პატარა არის და საჭიროებს ზრდას. გირჩევთ, რომ ჯერ წინასწარ გაიგოთ რა ზომის ოთახში გსურთ ავეჯის განთავსება, შემდეგ სადიზაინო პროგრამის მეშვეობით განსაზღვროთ სად რა დაეტევა და ბოლო ეტაპზე ეცადეთ ზუსტად გაიმეოროთ ის (რენდერის) მონახაზი რაც უკვე იცით რომ შესანიშნავად განთავსდება ბინაში და მიიღებს კომპაქტურ დატვირთვას.

ნუ გადატვირთავთ მისაღებ ოთახს სხვადასხვა ნივთებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს უგემოვნო იერსახეს და დაკარგავს ვიზუალურ ნატიფ გამოსახულებას. ფარდის ან ჟალუზის ჩამოკიდება თქვენ მისაღებს დაეხმარება გამოჩნდეს უფრო პრაქტიკული და შეიძინოს მეტი სიმყუდროვე, თუმცა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებაც არ არის ურიგო. სხვა საშუალებებიც, რადგან უკვე არსებობს მზის სხივების გარდამტეხი ფანჯრები, ისე, რომ დაბურვის ხარისხი, იმის მიხედვით მიყვებოდეს ფანჯარას, თუ როგორი ამინდიცაა გარეთ, ამ დროს ფარდის არსებობის ვალდებულება მთლიანად იხსნება. ასევე ფანჯარა, რომელშიც გაცრილი ქვიშა ყრია და საჭირო დროს იბურება, საჭირო დროს შეუძლია მზის სხივების n-რაოდენობით შეკრებაც. არსებობს ფანჯრის ავტომატურად მწმენდი საშუალებებიც, ჩაშენებული მინებს შორის, რაც თავიდან არიდებს მცხოვრებს კვირაში, თვეში რამდენჯერმე ფანჯრის წმენდას სხვადასხვა საშუალებით  და სხვა.

თქვენი მისაღების კედლები უნდა იყოს სადა, რათა თვალი არ გააღიზიანოს, თუ კი გსურთ, რომ ოთახი გამოიყურებოდეს მეტად მიმზიდველად, შეგიძლიათ გააერთიანოთ კლასიკური და თანამედროვე სტილი ერთმანეთში და მიიღოთ მიქსი, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველსა ორიგინალურს გახდის თქვენ მისაღებ განსატვირთ  სტუმრისთვის ყველაზე საყვარელ და   პრაქტიკულ ადგილს.

498
მისაღები ოთახი
to-top