wishlist0

რა არის ქოუჩინგის სასწაულებრივი ძალა?!

ქოუჩინგი-ეს არის პროფესიული პარტნიორობა კლიენტთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგის განმარტება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ

ICF განსაზღვრავს ქოუჩინგს როგორც პარტნიორობის პროცესს, რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს. ამ პროცესის განმავლობაში კლიენტი ქოუჩის დახმარებით მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს.

ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

- შედეგებზე ორიენტაცია - წარსულზე კონცენტრაციისა და წარუმატებლობების მიზეზების ძიების ნაცვლად, ქოუჩი ეხმარება კლიენტს დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია და ხელს უწყობს მას ამ მიზნების მიღწევის გზების ძიებაში.
- სისტემური მიდგომა - ქოუჩი ინარჩუნებს კლიენტის პიროვნების მთლიანობას და ფოკუსირდება იმაზე, რომ ცხოვრების რომელიმე ასპექტში განხორციელებული ცვლილებები იყოს უფრო მასშტაბური და აისახოს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტზე, არამედ მთლიანად გააუმჯობესოს მისი ცხოვრება.
- კონცენტრაცია კლიენტზე - ქოუჩს სჯერა იმის, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი და უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად, პატივს სცემს მის მოქმედების გეგმას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევაც მას სურს. ქოუჩინგი არის რჩევებისგან თავისუფალი ზონა.
- ორიენტირებულია როგორც ღირებულებებზე,ასევე ქმედებებზე - ცვლილებათა გეგმის მიყოლისას, სპეციფიკურ, შთამაგონებელ ნაბიჯებთან ერთად, კლიენტი იქმნის ფუნდამენტურ ცვლილებებს ურთიერთობებში, ქცევისა და ჩვევების ფორმირებაში.
- ცნობიერების განვითარება - ტრანსფორმაციული ქოუჩინგისას კლიენტი იფართოებს მსოფლმხედველობას, უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავსა და თავის ცხოვრებას, ურთიერთობებს, მიზნებს, უფრო ნათლად ხედავს ამ მიზნების მიღწევის გზებს. ეს ყველაფერი კი მას უქმნის მომავალი განვითარების საფუძველს.

მეთოდები:
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამის საფუძველში დევს სისტემური აზრვნების მეთოდიკა; ტექნოლოგიები, რომლებიც მიმართულია შედეგებზე; ფსიქოლინგვისტიკისა და მმართველობის უახლესი კვლევები.
ჩვენ მიერ გამოყენებული მოდელები იძლევა შემოქმედებითი ხედვის აღმოჩენის, განვითარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას.

მეთოდიკები ინტეგრირებული, მიზანდასახული და თვალსაჩინოა. ისინი გვეხმარება გამოვიკვლიოთ ხალხის ქცევა და შევქმნათ ეფექტიანი მიმართულება ადამიანისა და კორპორატივის განვითარებისთვის. ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას შეიცვალონ შეხედულებები გარემოზე, არსებულ სიტუაციებზე.

ტექნოლოგიები, რომლებიც საფუძლად უდევს ჩვენს პროგრამებს ახდენს შემოქმედებითობის ზრდის სტიმულირებას და ახალ დონეზე აყავს კომუნიკაცია და ურთიერთქმედების ხარისხი კომპანიებში.

ქოუჩინგის უნიკალურობა და განსხვავება მისი მონათესავე პროფესიებისგან

- ფსიქოთერაპია და ქოუჩინგი:

თერაპიისა და კონსულტაციისგან განსხვავებით, ქოუჩი არ არის ფოკუსირებული ბავშვობის ან წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე, რომელებიც შეიძლება იყოს კლიენტის ამჟამინდელი ცხოვრების სტილის გამომწვევი მიზეზი.

- კონსულტაცია და ქოუჩინგი:

კონსულტანტის ამოცანას წარმოადგენს ადამიანისა თუ კომპანიის პრობლემის აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების შეთავაზება, რომლებიც მის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება. ხშირად კონსულტანტები თავად უწყვეტენ კიდეც კლიენტს აღმოჩენილ პრობლემებს და სისრულეში მოყავთ მათი დასახული ამოცანები. ქოუჩის ამოცანა კი ისეთი ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაა,რომლებიც დაეხმარება კლიენტს საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში და შემდეგ კი უბრალოდ მხარს დაუჭერს და დაეხმარება ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანაში.

- სპორტული ქოუჩი და ტრენერი:

როცა ადამიანი, რომელიც არ არის გარკვეული ქოუჩინგში, ისმენს სიტყვა „ქოუჩს“, უჩნდება ფეხბურთის ან სხვა რომელიმე სპორტის ასოციაცია, მაგრამ ქოუჩი არ არის ტრენერი. სპორტული ტრენერის ამოცანას წარმოადგენს ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რომლებიც სპორტსმენს გამარჯვებას მოუტანს. ამისთვის ის თავის გამოცდილებას იყენებს და აძლევს სპორტსმენს კონკრეტულ მითითებებს, ეუბნება რა გააკეთოს და როგორ. ქოუჩინგის მთავარი მახასიათებელი კი ის არის,რომ კლიენტი თვითონ ისახავს მიზნებს. ქოუჩი არ აძლევს მას პირდაპირ დირექტივებს და არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს.

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქოუჩინგის სწავლის შედეგები:
40,000 ადამიანზე მეტმა მსოფლიოში სწავლის შედეგად მიაღწია თავის მიზნებს
80% სამსახურში იყენებს ქოუჩინგის ინსტრუმენტებს
20% გახდა ICFის სერტიფიცირებული ქოუჩი
100% ყოველდღე იყენებს ქოუჩინგურ უნარებს
ქოუჩინგის გამოყენების სფეროები:
- ბიზნესი
- მედიცინა
- ქველმოქმედება
- განათლება
- ცხოვრება

ცხოვრებისეული ქოუჩინგი

ეს არის ადამიანის ქოუჩთან ერთად მუშაობის პროცესი მის ცხოვრებისეულ ამოცანებზე.

ქოუჩინგის შედეგად:

- ადამიანი უფრო ნათლად ხედავს რა ხდება მის ოჯახში, ურთიერთობებში, კარიერაში და ზოგადად, ცხოვრებაში;
- ვითარდება როგორც პიროვნება, პოულობს ურთიერთობებისა და პიროვნული განვითარების ახალ გზებს;
- უღრმავდება და უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, იღებს ისეთს, როგორიც არის და ემატება თავდაჯერებულობა;
- ეზრდება ნდობა და რწმენა როგორც საკუთარი თავის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ;
- პოულობს ძალას განვითარებისა და წინსვლისთვის, დასახული მიზნების მისაღწევად;
- ხდება უფრო ღია ცვლილებებისთვის, ახალი გამოცდილებებისათვის.
- მარტივად და სწრაფად უმკლავდება სირთულეებს, რომელთა გადალახვაც აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა.
- ეხსნება დაძაბულობა, სტრესი და, შესაბამისად, მცირდება მისი ნერვული და ქრონიკული დაავადებების შანსი.

ქოუჩინგი მენეჯმენტში

ქოუჩთან მუშაობა მმართველებს (ტოპ-მენეჯერებს):

- ეხმარება თავისი საზღვრებიდან გასვლაში და ბიზნესის განვითარებაში;
- თანამშრომლებთან ურთიერთობისა და მათი მოტივაციის გაზრდის ახლებური ხედვის შემუშავებაში;
- ეხმარება წარსულის პროფესიულ წარუმატებლობების გადალახვაში, უზრდის მუშაობის მოტივაციას;
- ეხმარება სამსახურეობრივ და პირად ცხოვრებებს შორის ბალანსის პოვნასა და შენარჩუნებაში;
- ასწავლის ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებას;
- უვითარებს გუნდში დიალოგის წახალისებისა და, ზოგადად, გუნდის შეკრულობის სტიმულირების უნარებს;
- ეხმარება საერთო ბიზნეს-ხედვის ჩამოყალიბებაში და ქმედებების დაგეგმვაში ამ ხედვის სისრულეში მოსაყვანად;
- აღმოაჩენინებს სხვებზე გავლენისა და მათი პოტენციალის გახსნის შესაძლებლობებს, ეხმარება პირადი და პროფესიული ჰორიზონტის გაფართოებაში.

ქოუჩთან მუშაობა საშუალო რგოლის მენეჯერებს:

- უვითარებს პროექტებისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვისა და განვითარების უნარებს;
- უზრდის თავადჯერებულობას საკუთარ პროფესიონალიზმში;
- ეხმარება კომპანიაში თავისი როლის წარმოდგენასა და გაანალიზებაში, საერთო ხედვისა და გეგმის შემუშავებაში;
- უზრდის პირად და კარიერულ პერსპექტივებს, ავიწყებს წარსულის წარუმატებლობებს, მატებს თავდაჯერებულობას;
- ეხმარება ორგანიზაციული პოლიტიკის მართვაში;
- უვითარებს მოლაპარაკებების უნარებს, ასწავლის განმავითარებელი კითხვების დასმას და სხვა ქოუჩნგური მეთოდების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში კომპანიის უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

წყარო: https://erickson.ru/

და მხოლოდ ეს არ არის:

ქოუჩინგის არსი
არსებობს ქოუჩინგის მრავალი განმარტება:
ქოუჩინგი(coaching-ხელშეწყობა)- ეს არის ფასეული ცოდნის შეძენა.იგი არის სწავლების ძალიან სპეციფიკური სახეობა,რომლის მიზანიც არის უმაღლესი კლასის პროფესიონალის ან პროფესიონალებისგან შემდგარი „შეთამაშებული“ გუნდის ჩამოყალიბება.

ქოუჩინგი – ეს არის პროფესიული პარტნიორობა მომხმარებელთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული,მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგის განმარტება შემდეგნაირად გამოიყურება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ:
ქოუჩინგი განისაზღვრება,როგორც პარტნიორული პროცესი,რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს.ამ პროცესის განმავლობაში კლიენტი, ქოუჩის დახმარებით მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს.
„ქოუჩინგი აძლევს გასაქანს ადამიანის პოტენციალს მისი მაქსიმუმის მისაღწევად.ქოუჩინგი არ ასწავლის,არამედ ეხმარება ადამიანს თავად ისწავლოს“
ქოუჩინგი აძლიერებს ადამიანის,როგორც პროფესიონალის როლს და წარმოადგენს განვითარების რეალურ შესაძლებლობას.მისი მიზანია დაეხმაროს პროფესიული ცხოვრების განვითარებაში,ხელი შეუწყოს შესაბამისი საჭიროებების გარკვევასა და კომპეტენციების განვითარებას ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ზემოთ მოყვანილი განმარტებების შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ქოუჩინგი ადამიანისთვის ან ადამიანთა გუნდისთვის მიზნის დასახვასა და მიღწევაში პროფესიონალურ თანამგზავრობას ნიშნავს.ქოუჩი კი ის პროფესიონალია,რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ისეთ მიმდინარეობას,რომ მას ქოუჩინგი ეწოდოს.ეს პროფესიონალი ადამიანი კი ამ ყველაფერს აღწევს იმ კომპეტენციათა გათვალისწინებით,რომლებიც აღიარებულია ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ.
ანუ,ქოუჩინგი არის პროფესიონალი ქოუჩის მიერ,ქოუჩის პოტენციალზე დაყრდნობით უზრუნველყოფილი პროცესი,რომელშიც მონაწილე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეიმუშავებს საჭირო და მნიშვნელოვან მიზნებს,განსაზღვრავს მიღწევის გზებს და ერთვება პასუხისმგებლობაში.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ამ პროცესის სრულყოფა მიმდინარეობს ყოველთვის და არის მუდმივი პროცესი.

ქოუჩინგის პრინციპები
ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ 5 მთავარ პრინციპს:
• შედეგებზე ორიენტაცია – პროფესიონალი ქოუჩი წარსულზე ფიქრისა და წარუმატებლობის ძიების ნაცვლად, კლიენტს სთავაზობს ისეთი მიზნების დასახვას,რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მწვრთნელიც შესაბამისად ხელს უწყობს უმოკლეს დროში განახორციელოს მან ეს მიზნები.
• სისტემური მიდგომა – მწვრთნელი ინარჩუნებს პიროვნების მთლიანობას და ცდილობს ახლა განხორციელებული რომელიმე ცვლილება იყოს უფრო მეტად მასშტბური და არ აისახოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე.
• კონცენტრაცია კლიენტზე – მწვრთნელს აუცილებლად უნდა სჯეროდეს,რომ თავის კლიენტს გააჩნია ყველა უნარი და შესაძლებლობა სწორად დასახოს მიზნები და ადვილად მიაღწიოს მათ.
• ორიენტაცია როგორც ღირებულებებზე,აგრეთვე ქმედებებზე – ცვლილებათა გეგმის განხორციელების დროს,მნიშვნელოვან ნაბიჯებთან ერთად კლიენტი ფუნდამენტურად ცვლის ქცევებსა და ჩვევებს ურთიერთობებში.
• ცნობიერების განვითარება – გარდაქმნადი ქოუჩინგისას,მწვრთნელი ისე მართავს კლიენტს,რომ მას უფართოვდება მსოფლმხედველობა,ის უფრო სიღრმისეულად იცნობს საკუთარ თავს,ურთიერთობებს,მიზნებს,ნათელია ასევე ამ მიზნების მიღწევის გზებიც.

გარდა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა,ქოუჩინგის ცოდნა მოიცავს ასევე სხვა პრინციპების გააზრებასა და თანხმობას.
ასეთი პრინციპებია,მაგალითად:ერიქსონის 5 პრინციპი და „სმარტი“.განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ერიქსონის ხუთი პრინციპი:
1.პრინციპი „ოკ“-ამ პრინციპის გაზიარებით ვაღიარებთ ყველა ადამიანის უნიკალურობას.აღნიშნული პრინციპის გაუთვალისწინებლობით ვართმევთ სხვას შესაძლებლობებს და ამავე დროს ვპატიობთ საკუთარ თავს წარუმატებლობას.
2. „ყველას აქვს საკმარისი რესურსი“- ამ პრინციპის დახმარებით საკუთარ თავში და აგრეთვე სხვა ადამიანებში ვხედავთ შესაძლებლობებს და არა უუნარობას.
3. „არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა“- ამ პრინციპის აღიარებით ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და არჩევანს პატივს ვცემთ,ეს იქნება საკუთარი,თუ სხვისი.
4. „ადამიანს პოზიტივი ამოძრავებს“- ამ პრინციპის საშუალებით მივაგნებთ იმ ჭეშმარიტებას,რაც ადამიანს ამოძრავებს.
5. „ცვლილებები მუდმივია და გარდაუვალი“- ამ პრინციპით ვაცნობიერებთ,რომ ყველა ჩვენგანი სამყაროს ცვლილებებთან ერთად ჩვენც ვიცვლებით.
SMART-კრიტერიუმები:
მიზანი უნდა იყოს:
1.კონკრეტული(S)
2.გაზომვადი(M)
3.მიღწევადი(A)
4.შედეგზე ორიენტირებული(R)
5.გათვლილი კონკრეტულ დროზე(T)

ქოუჩინგის შესწავლის მეთოდები და შედეგები (ერიქსონის სკოლის მაგალითზე)
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი(Erickson Coaching International) არის ქოუჩინგის წამყვანი სკოლა მსოფლიოში,რომელიც აკრედიტირებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ორგანიზაციის(ICF) მიერ.ის დაარსდა 1982 წელს და დღეს მსოფლიოს 36 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი ვანკუვერი,კანადაში მდებარეობს.ერიქსონის უნივერსიტეტის ყველა პროგრამაში დევს სისტემური აზროვნების მეთოდიკა,ისეთი ტექნოლოგიები,რომლებიც მიმართულია შედეგზე.ფსიქოლინგვისტიკასა და მმართველობის უახლესი კვლევები და მათზე დაფუძნებული მოდელები იძლევა შემოქმედებითი ხედვის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობებს.აღნიშნული მეთოდები თვალსაჩინო,მიზანდასახული და ინტეგრირებულია.მათი საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ხალხის ქცევა და შევქმნათ ეფექტური მიმართულება პიროვნებისა თუ კორპორაციის განვითარებისთვის.

ერიქსონის პროგრამის საშუალებით ათასობით ბიზნესმენმა,მენეჯერმა,კონსულტანტმა,
ტრენერმა,ფსიქოლოგმა,ექიმმა,პედაგოგმა შეისწავლა ქოუჩინგი.
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქოუჩინგის შესწავლის შედეგები:
• 40.000 ადამიანზე მეტმა მსოფლიოში ქოუჩინგის სწავლის შედეგად მიაღწია თავის მიზნებს.
• 80% აქტიურად იყენებს სამსახურში ქოუჩინგის ინსტრუმენტებს სწორად მართვისთის.
• 20% გახდა ICF სერტიფიცირებული ქოუჩი.
• 100% ყოველდღიურად ცხოვრებში იყენებს ქოუჩინგის უნარებს.

ქოუჩინგის უნიკალურობა
ქოუჩინგის უნიკალურობა გამოხატულია იმით,რომ მასწავლებელი(ქოუჩი) არ არის კონცენტრირებული ადამიანის წარსულის ნეგატიური გამოცდილების გაქარწყლებაზე,
რასაც ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგები.პირიქით,ქოუჩის მისია არის ის,რომ მან ადამიანი ამოგზაუროს მომავლის აწმყო დროში და დაანახოს ყველა შესაძლებლობა, რომლის მიღწევაც რეალური,ხელშესახებია.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიურ და შესაბამისად,მასზე აღმოცენებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.მასწავლებელი(ქოუჩი) კი მომავალში რაიმეს სიღრმისეულ ცვლილებაზეა ორიენტირებული.იმ შემთხვევაში,თუ ქოუჩინგის პროცესის მსვლელობისას მასწავლებელმა(ქოუჩმა) დაინახა ადამიანში ფსიქიკური დარღვევები, აუცილებელია აღნიშნული პროცესის შეწყვეტა და ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის ჩართვა.აუცილებელია,რომ ქოუჩინგის პროცესში პიროვნება ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყოს,რადგან მან სწორად და გააზრებულად,თავის პროფესიონალ ქოუჩთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს მიზნები.ქოუჩინგი-ეს არის კონკრეტულად მომავლის დადებითად ცვლილებაზე მიმართული პროცესი.მისი ამოცანა ადამიანის მობილიზაციაა ოპტიმალური,მომავალი ტრანსფორმაციისთვის.

არა მარტო ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგს შორის არსებობს რადიკალური განსხვავებები.ხშირად ამსგავსებენ მას აგრეთვე კონსულტაციასა და სპორტულ ქოუჩინგს.თუმცა განსხვავებები მათ შორისაც ნათელია.კონსულტანტის ამოცანაა ადამიანისა თუ კომპანიის პრობლემების აღმოჩენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება,რომლებიც ემყარება მის ცოდნასა და გამოცდილებას.მასწავლებელი(ქოუჩის) ამოცანა კი ისეთი ტექნიკების გამოყენებაა, რომლებიც ადამიანს დაეხმარება საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში,შემდეგ კი იგი მხარს დაუჭერს და დაეხმარება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში.

ხშირად ადამიანებს სიტყვა „ქოუჩის“ გაგონებისას ასოციაცია უჩნდებათ,რომ ის არის ფეხბურთის ან სხვა რომელიმე სპორტის ტრენერი.სპორტული ტრენერის მიზანი და ამოცანაა დაგეგმოს მან ისეთი ქმედებები,რომლებიც საბოლოო ჯამში თავის გუნდს მოუტანს გამარჯვებას.ამისათვის იგი იყენებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას და უთითებს სპორტსმენს თუ რა როგორ გააკეთოს.ამისგან განსხვავებით,ქოუჩინგის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება არის ის,რომ პიროვნება (ან ადამიანთა ჯგუფი) თვითონ ისახავს მიზნებს.ქოუჩი მხოლოდ ბიძგს აძლევს,რომ მან ამ მიზნებს მიაღწიოს.მასწავლებელი(ქოუჩი) არასდროს არ იძლევა კონკრეტულ დირექტიულ მითითებებს.
მენეჯმენტური ქოუჩინგი ბიზნესში როგორც აღვნიშნეთ,ბიზნესში ქოუჩინგი და მართვა ერთ-ერთი წამყვანი სფეროა.სწორედ მათი თანხვედრითა და პროფესიონალთა შრომით მიიღწევა წარმატებები.ამ სფეროში,მენეჯერების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან,როგორიცაა:
• ცვლილებებთან შეგუების უუნარობა
• გუნდში მუშაობის უუნარობა
• ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობები

ქოუჩინგის საერთაშორისო ორგანიზაციის(IFC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,130 ხელმძღვანელი თვლის,რომ მათ გარშემო მყოფთაგან ურთიერთობის პირველადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის,თუ რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი ემოციებს.ასეთ შემთხვევაში,ამოსავალი წერტილი შეიძლება ითქვას,რომ სწორედ მმართველობითი ქოუჩინგია.იგი გვეხმარება განვსაზღვროთ და გავიაზროთ გუნდური მუშაობის აუცილებლობა და ამ მიზნით,პიროვნული ურთიერთობები ვმართოთ სწორად.

ქოუჩინგის მეშვეობით იქმნება ისეთი გარემო,სადაც თითოეული პიროვნების შესაძლებლობები ფართოვდება უკეთეს შედეგებთან და უფრო ეფექტურ სამუშაო ურთიერთობებთან ერთად.გადაწყვეტილების მიმღები პირები ქოუჩინგის საშუალებით უზრუნველყოფენ ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალ დონეს დიალოგის,გამოძიებისა და დადებითი ურთიერთქმედების გზით.ამ პრაქტიკის მეშვეობით გუნდის მიზნები ხდება უფრო ნათელი და საბოლოო ჯამში იქმნება კომპეტენტური გარემო.

ისეთი კომპანიები,როგორებიცაა Chrysler, EDS, Herman Miller იყენებენ ქოუჩინგს,რათა შექმნან უმაღლესი დონის შესრულების,სწავლისა და ცვლილებების კულტურა.Xerox, Microsoft, IBM და სხვა მრავალი ცნობილი წარმატებული კომპანია,ათასობით მენეჯერს ავარჯიშებს და ატრენინგებს იმისათვის,რომ ისინი პროფესიონალ ქოუჩად ჩამოყალიბდნენ.ბიზნეს ქოუჩები ნიუ-იორკში,ლონდონში,პარიზსა თუ ტოკიოში ეხმარებიან აღმასრულებელ დირექტორებს და სხვადასხვა დონის მენეჯერებს მათი აუთვისებელი პოტენციალის გამოვლენაში,კმაყოფილებისა და უკეთესი შედეგების მიღების მიზნით.

უდიდესი ადამიანური რესურსების კომპანიის – Hay Group-ის თანახმად, წარმატებული ფირმების სიიდან მათი 25-40% იყენებს ქოუჩინგს.ჰარისონი,ლი,ჰეჩტი – კარიერის მენეჯმენტის მსოფლიო წამყვანი ფირმები მმართველობითი ქოუჩინგიდან შემოსავლის დაახლოებით 20%-ს იღებენ.დღეს ყოველი ათი კომპანიიდან ექვსი კომპანია თავის მმართველებსა და მენეჯერებს ქოუჩინგის განვითარების სწავლების პროგრამებს სთავაზობს.ქოუჩინგის პრაქტიკა ტრენინგისა და ლიდერული მართვის განვითარების სტანდარტული ნაწილია ისეთი ფირმებისთვის,როგორებიცაა:Motorola, IBM, J.P Morgan Chase და ა.შ.

გამონაკლის შემთხვევაში,ბიზნესში ქოუჩინგი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის პრობლემების კორექციისთვის,როგორიცაა მაგალითად, ცუდი კომუნიკაციის უნარი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ან დაქვემდებარების უუნარობა.ქოუჩინგი გამოიყენება წარმატებული გზების ჩამოსაყალიბებლად ან ახალბედა მენეჯერების წარუმატებლობის სიხშირის შემცირებისთვის.ქოუჩი ნამდვილად არ არის სასწაულმოქმედი,მაგრამ მას აქვს ინსტრუმენტთა და მეთოდთა ისეთი კრებული,რომლის საშუალებითაც იგი ეხმარება ადამიანებს სასურველი მიზნების რეალობად ქცევაში.ამ ყველაფრის გამო,სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია ხარჯავს დიდ დროსა და რესურსს განვითარების ამ ხერხში ინვესტიციისას.არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ სფეროში მოღვაწეობს პიროვნება,ყველას სჭირდება კავშირი საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან.ქოუჩი კი სწორედ ამ კავშირის დამყარებაში ეხმარება მათ და ამ პროცესში მხოლოდ დადებითად განაწყობს.

ქოუჩინგის საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა:
1.მოსამზადებელი ეტაპი-ამ ეტაპზე ფირმაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო,რომ მან ხელი შეუწყოს შეთმაშებული გუნდების ნებაყოფლობით ჩამოყალიბებას,აგრეთვე,შერჩევითი ღონისძიებების ჩატარებას და ა.შ. მუდმივი შემადგენლობის მქონე გუნდები ჩამოყალიბების დროს მნიშვნელოვანია სამოტივაციო და მატერიალური სტიმულების განსაზღვრა.
2.ქოუჩინგის მეთოდით ჩამოყალიბებული შემოქმედებითი გუნდის ფორმირების ეტაპი-სასურველი მიზანი მიიღწევა იმ შემთხვევაში,თუ გუნდის თითოეული წევრი გაითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:კოლეგების სიღრმისეული გაცნობა,მათი თვითშეგნების გარდაქმნა და სტერეოტიპების ნგრევა.

ქოუჩთან მუშაობა მმართველებს (ტოპ-მენეჯერებს) ეხმარება:
-საკუთარი საზღვრიდან გასვლაში და ბიზნესის განვითარებაში;
-თანამშრომლებთან ურთიერთობასა და მათი მოტივაციის ზრდის ახლებური მეთოდების შემუშავებაში;
-წარსულის პროფესიული წარუმატებლობის გადალახვაში,ზრდის მუშაობის მოტივაციას;
-ეხმარება შეინარჩუნოს ბალანსი პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის;
-ასწავლის როგორც ინდივიდუალური,ისე გუნდური ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებას;
-ავითარებს გუნდში შეკრულობის სტიმულირების უნარებს;
-საერთო ბიზნეს-ხედვის ჩამოყალიბებაში და დაგეგმვაში ამ ხედვის სისრულეში მოსაყვანად;
-პირადი და პროფესიული ჰორიზონტის გაფართოებაში.
ქოუჩთან მუშაობა საშუალო დონის მენეჯერებს უვითარებს:
-დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვისა და განვითარების უნარებს;
-დავდაჯერებულობას საკუთარ პროფესიონალიზმში;
-პირად და კარიერულ პერსპექტივებს;
-ორგანიზაციული პოლიტიკის მართვის უნარებს;
-საკუთარი როლის წარმოდგენისა და გაანალიზების,ასევე საერთო ხედვის და გეგმის შემუშავების უნარებს;
-მოლაპარაკებების უნარებს,ასწავლის სხვადასხვა ქოუჩინგური მეთოდის გამოყენებას კომპანიის უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.ბარათაშვილი,პაპუნა.2020.ინტერვიუ ჩამოართვა HRhub.თბილისი,2 მარტი.
2.კიკილაშვილი,ლ.2019.როგორ ვისარგებლოთ ქოუჩინგის სასწაულებრივი ძალით?თბილისი
3.კვარაცხელია,თამარ.2014.რა არის ქოუჩინგი.თბილისი
4.რა არის ქოუჩინგი?2018
5.SMART-კრიტერიუმები მიზნების დასახვისთვის.2011
6.ჭეიშვილი,სალომე.2018.მენეჯერული ქოუჩინგი ბიზნესში. თბილისი
7.ხარაიშვილი,ეთერი.გულნაზი,ერქომაიშვილი.2011.ფირმის ეკონომიკა. თბილისი: უნივერსალი.
8.Whitmore,John.2009.Coaching for Performance.London:Published by Nicholas Brealey.

497
ქოუჩინგი
to-top